პროექტის სახელი: ალკოჰოლი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იმსჯელებენ რატომ არის ალკოჰოლი საშიში მოზარდებისათვის. მოსწავლეები გააცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას, გაიაზრებენ ალკოჰოლის უარყოფით გავლენას ჯამრთელობაზე.
პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თემას. მოსწავლეთა შორის თემასთან დაკავშირებით წამოიჭრა შემდეგი კითხვები:
1. რა არის ალკოჰოლი?
2. რატომ იწყებს მოზარდი ალკოჰოლის მიღებას?
3. რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ადამიანის ჯამრთელობაზე?
4. როგორ უნდა დააღწიოს თავი ადამიანმა მავნე ჩვევას?
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ აზრს, ხდება აზრთა გაზიარება. საკითხის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს 4 ჯგუფად. თითო ჯგუფი დასამუშავებლად იღებს ზემოთ წამოჭრილ კითხვებთან დაკავშირებულ თემას და იწყებენ მუშაობას. პროცესი მიმდინარეობს მასწავლებლის მეთვალყურეობით. მასწავლებელი ჯგუფებს ურჩევს, რომ კონსულტაციისთვის მიმართონ ბიოლოგიის მასწავლებელს, ქიმიის მასწავლებელს, ფსიქოლოგს, მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტში, მოიძიონ რა სახის დაავადებებს იწვევს ალკოჰოლი, მიმართონ მოდიცინის მუშაკებს, გაესაუბრონ მათ, მათთან საუბრისას კარგად გაიაზრონ ის საფრთხეები, რასაც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება გულისხმობს. ესაუბრონ მოძღვარს, გაარკვიონ ეკლესიის დამოკიდებულება ალკოჰოლთან დაკავშირებით, მიიღონ რჩევები ამ პრობლემის დასაძლევად, შექმნან თემის შესაფერისი პლაკატები, გააკეთონ პრეზენტაცია. ყოველი კვირის ბოლოს ჯგუფები მასწავლებელს წარუდგენენ ნამუშევარს, განიხილავენ ერთად, მასწავლებელი აძლევს მათ რჩევებს, სწორ მიმართულებას.
დროის ამოწურვის შემდეგ ოთხივე ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს.
მონაწილეთა ასაკი: 15წ.
კლასი: მე–9
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, ინტერნეტიდან ინფორმაციის ამოღება.
მოსალოდნელი შედეგები:
მოქ.IX 4.მოსწავლე აფასებს ადამიანისა და საზოგადოების როლს სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
მოქ.IX 8.მოსწავლე ერთმანეთისაგან განასხვავებს ადამიანის სურვილებს, შესაძლებლობებსა და ობიექტუტ რესურსებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საძიებო სისტემა: www.google.ge, www.youtube.com, ვებ–საიტი: www.wikipedia.org
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები უკეთ ისწავლიან ისტ_ს გამოყენებას, პროექტის დამუშავებას, დისკუსიას, მსჯელობას, თანამშრომლობას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ბიოლოგია, ქიმია
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო ჩინჩალაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninochinchaladze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: ninochinchaladze.blogspot.com